თავში

"საერთაშორისო გამჭვირვალობა" საპარლამენტო კონტროლის განხორციელების შესახებ კვლევას აქვეყნებს

საერთაშორისო გამჭვირვალობა საპარლამენტო კონტროლის განხორციელების შესახებ კვლევას აქვეყნებს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიშში, რომელიც საპარლამენტო კონტროლის განხორციელებას ეხება ნათქვამია, რომ რეგლამენტში არ არსებობს საკანონმდებლო გარანტიები, რომელიც გააძლიერებდა ოპოზიციის როლს პარლამენტის საქმიანობის და მათ შორის საპარლამენტო კონტროლის პროცესში. ანგარიშის თანახმად, ოპოზიციური პარტიების მხოლოდ არსებობა პარლამენტში, არ წარმოადგენს საკმარის მექანიზმს ეფექტური საპარლამენტო კონტროლისათვის.

„პარლამენტის ყველა კომიტეტის თავმჯდომარე მმართველი პარტიის წარმომადგენელია. ამასთანავე, პარლამენტის მიერ ანგარიშვალდებული ორგანოების ხელმძღვანელების დანიშვნისას, რეგლამენტი არ ითვალისწინებს ოპოზიციურ ფრაქციებთან კონსულტაციის ვალდებულებას და მათთან კონსენსუსის გზით გადაწყვეტილების მიღებას, რაც ზრდის პოლიტიზირებული გადაწყვეტილების მიღების რისკებს,“- ნათქვამია ანგარიშში.

კვლევის შედეგად გამოვლენილ გამოწვევებში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე საპარლამენტო კონტროლი სუსტია.

„თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს კანონი არ ანიჭებს უსაფრთხოების სამსახურის მიმართ კონტროლის მიზნით სპეციალური მექანიზმების გამოყენების უფლებამოსილებებს (მაგალითად, ზედამხედველობა ინფორმაციის მოპოვების ღონისძიებებზე, ფარულ ღონისძიებებზე, უსაფრთხოების სამსახურში პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე და ა.შ.);

ნდობის ჯგუფს პარლამენტის რეგლამენტი ინფორმაციასთან წვდომის შეზღუდულ მანდატს ანიჭებს. მიუხედავად იმისა, რომ ახალი რეგლამენტით გაიზარდა ნდობის ჯგუფის კომპეტენცია, არ არის უზრუნველყოფილი ექსპერტთა ჩართულობა უსაფრთხოების სექტორის ზედამხედველობის პროცესში, ნდობის ჯგუფთან არ არსებობს ექსპერტთა საბჭო, რომლის წევრებსაც ექნებოდათ დაშვება სახელმწიფო საიდუმლოებაზე და შეძლებდნენ კონტროლის განხორციელებას,“- ნათქვამია ანგარიშში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ოპოზიციური პარტიების ჩართულობის მიმართულებით გაცემულ რეკომენდაციებში აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტში კომიტეტის თავმჯდომარეების თანამდებობები პროპორციულად უნდა ნაწილდებოდეს წარმოდგენილ პოლიტიკურ ძალებს შორის.

ოპოზიციის წარმომადგენელი, მათ შორის, უნდა ხელმძღვანელობდეს შემდეგ კომიტეტებს: ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი.

ამასთანავე, ორგანიზაციის განცხადებით, პარლამენტის მიერ გარკვეული თანამდებობის პირების არჩევა ოპოზიციური პარტიებთან კონსენსუსის გარეშე შეუძლებელი უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, თუ რამდენ მანდატს ფლობს უმრავლესობა.

„გენერალური აუდიტორისა და გენერალური პროკურორის ასარჩევად აუცილებელი უნდა იყოს ოპოზიციის უმრავლესობის თანხმობა. უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები პარლამენტის უმრავლესობისა და უმცირესობის მხარდაჭერის საფუძველზე უნდა ინიშნებოდნენ.

საპარლამენტო კონტროლის პროცესში უნდა გაიზარდოს ოპოზიციის როლი:

ოპოზიციის წევრები უნდა იყვნენ პრივილეგირებული მთავრობისთვის შეკითხვების დასმის დროს (კერძოდ, მათ უნდა ჰქონდეთ უფლება გახსნან დებატები. პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური ანგარიშის განხილვისას, ინტერპელაციისას ოპოზიციის წევრებს უფლება უნდა ჰქონდეთ აღმასრულებელ ხელისუფლებას უმრავლესობის წარმომადგენლებთან შედარებით უფრო მეტი კითხვა დაუსვან);

ოპოზიციის წევრებს უნდა ჰქონდეთ უფლება მოითხოვონ დებატების ჩატარება, მათ შორის, გადაუდებელი აუცილებლობის ან მიმდინარე საკითხებზე დებატების ჩათვლით;

ოპოზიციის წევრებს (ოპოზიციურ ფრაქციებს) უნდა ჰქონდეთ უფლება კომიტეტის სხდომაზე მოიწვიონ გენერალური პროკურორი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი,“- ნათქვამია კვლევის სარეკომენდაციო ნაწილში.

აქვე, აღნიშნულია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე საპარლამენტო კონტროლის გაძლიერების მნიშვნელობა.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაკონტროლებელ პარლამენტის კომიტეტთან უნდა შეიქმნას ექსპერტთა საზედამხედველო მუდმივმოქმედი საბჭო, რომელიც მუდმივ რეჟიმში გააკონტროლებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და პასუხისმგებელი იქნება პარლამენტის წინაშე. საბჭოს წევრებს უნდა ირჩევდეს პარლამენტი. საზედამხედველო საბჭოს უნდა გააჩნდეს დამოუკიდებლობის გარანტიები.

პარლამენტის სპეციალიზირებული კომიტეტისა და საზედამხედველო საბჭოს წევრებს კი უნდა ჰქონდეთ დაშვება სახელმწიფო საიდუმლოებასთან, გამონაკლისს შეიძლება წარმოადგენდეს მხოლოდ ინფორმაცია მიმდინარე ოპერაციების შესახებ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ოპოზიციური პარტიების ჩართულობის მიმართულებით გაცემულ რეკომენდაციებში აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტში კომიტეტის თავმჯდომარეების თანამდებობები პროპორციულად უნდა ნაწილდებოდეს წარმოდგენილ პოლიტიკურ ძალებს შორის.

ოპოზიციის წარმომადგენელი, მათ შორის, უნდა ხელმძღვანელობდეს შემდეგ კომიტეტებს: ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი.

ამასთანავე, ორგანიზაციის განცხადებით, პარლამენტის მიერ გარკვეული თანამდებობის პირების არჩევა ოპოზიციური პარტიებთან კონსენსუსის გარეშე შეუძლებელი უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, თუ რამდენ მანდატს ფლობს უმრავლესობა.

„გენერალური აუდიტორისა და გენერალური პროკურორის ასარჩევად აუცილებელი უნდა იყოს ოპოზიციის უმრავლესობის თანხმობა. უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები პარლამენტის უმრავლესობისა და უმცირესობის მხარდაჭერის საფუძველზე უნდა ინიშნებოდნენ.

საპარლამენტო კონტროლის პროცესში უნდა გაიზარდოს ოპოზიციის როლი:

ოპოზიციის წევრები უნდა იყვნენ პრივილეგირებული მთავრობისთვის შეკითხვების დასმის დროს (კერძოდ, მათ უნდა ჰქონდეთ უფლება გახსნან დებატები. პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური ანგარიშის განხილვისას, ინტერპელაციისას ოპოზიციის წევრებს უფლება უნდა ჰქონდეთ აღმასრულებელ ხელისუფლებას უმრავლესობის წარმომადგენლებთან შედარებით უფრო მეტი კითხვა დაუსვან);

ოპოზიციის წევრებს უნდა ჰქონდეთ უფლება მოითხოვონ დებატების ჩატარება, მათ შორის, გადაუდებელი აუცილებლობის ან მიმდინარე საკითხებზე დებატების ჩათვლით;

ოპოზიციის წევრებს (ოპოზიციურ ფრაქციებს) უნდა ჰქონდეთ უფლება კომიტეტის სხდომაზე მოიწვიონგენერალური პროკურორი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი,“- ნათქვამია კვლევის სარეკომენდაციო ნაწილში.

აქვე, აღნიშნულია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე საპარლამენტო კონტროლის გაძლიერების მნიშვნელობა.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაკონტროლებელ პარლამენტის კომიტეტთან უნდა შეიქმნას ექსპერტთა საზედამხედველო მუდმივმოქმედი საბჭო, რომელიც მუდმივ რეჟიმში გააკონტროლებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და პასუხისმგებელი იქნება პარლამენტის წინაშე. საბჭოს წევრებს უნდა ირჩევდეს პარლამენტი. საზედამხედველო საბჭოს უნდა გააჩნდეს დამოუკიდებლობის გარანტიები.

პარლამენტის სპეციალიზირებული კომიტეტისა და საზედამხედველო საბჭოს წევრებს კი უნდა ჰქონდეთ დაშვება სახელმწიფო საიდუმლოებასთან, გამონაკლისს შეიძლება წარმოადგენდეს მხოლოდ ინფორმაცია მიმდინარე ოპერაციების შესახებ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები

orphus_system