თავში

საერთო ჯამში, იყო მშვიდი საარჩევნო დღე, გარდა რამდენიმე შეუსაბამობისა - დევიდ ერეი

საერთო ჯამში, იყო მშვიდი საარჩევნო დღე, გარდა რამდენიმე
საერთო ჯამში, იყო მშვიდი საარჩევნო დღე, გარდა რამდენიმე შეუსაბამობისა - დევიდ ერეი

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის სადამკვირვებლო მისიის წევრმა დევიდ ერეიმ არჩევნების დღე და 2 ოქტომბერს მიმდინარე პროცედურები შეაჯამა.მისი თქმით, არჩევნების პროცესში არანაირი მკვეთრი ხარვეზი არ ყოფილა დაფიქსირებული ხმის მიცემის პროცესის დროს. 

"საერთო ჯამში, ჩვენ 120 საარჩევნო უბანს ვესტუმრეთ მთელი ქვეყნის მასშტაბით. აგრეთვე, ჩვენ დავაკვირდით ხმების დათვლის პროცესს თბილისში მდებარე რამდენიმე საარჩევნო უბანზე. საერთო ჯამში, იყო მშვიდი საარჩევნო დღე, გარდა რამდენიმე შეუსაბამობისა, რომელიც უკავშირდება საარჩევნო პუნქტის მოწყობა", - განაცხადა დევიდ ერეიმ. 

მისი თქმით, ადგილობრივი არჩევნების რეფერენდუმის შინაარსით განხორციელებამ გადაფარა ადგილობრივი მუნიციპალიტეტების საჭიროებები, რის გამოც არ იყო სწორად დანახული შესაძლებლობა ქართველი ამომრჩევლისთვის. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system