თავში

საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციამ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს - ვაშაძე

საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციამ გადაწყვეტილება
საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციამ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს - ვაშაძე

როგორც კი საარჩევნო ცვლილებებს განვახორციელებთ, დროებით საგამოძიებო კომისიის საკითხზე მთლიანად ოპოზიციამ გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. 

ვაშაძის თქმით, კომისიამ რეალური სამუშაო აუცილებლად უნდა განახორციელოს. 

"ის ფორმატი, რაც დღეს არის შექმნილი, საკმარისი არ არის, რომ რეალური შედეგი დავდოთ და გამოკვლევა მოხდეს. აუცილებლად უნდა განახორციელოს კომისიამ რეალური სამუშაო. ერთხელ და სამუდამოდ ყველამ უნდა იცოდეს, რომ გაყალბებაზე ხელი არ წაუცდეთ. ამიტომ, იმ მოედანზე, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" მისთვის სასარგებლოდ შექმნა, მონაწილეობის მიღება არასწორია, მაგრამ კომისია უნდა იყოს არჩევნების გაყალბებაზე", - განაცხადა ვაშაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system