თავში

საქართველოს მოქალაქეების წინაშე მდგარი პრობლემები - Edison Research-ის კვლევა

საქართველოს მოქალაქეების წინაშე მდგარი პრობლემები - Edison Research-ის კვლევა
საქართველოს მოქალაქეების წინაშე მდგარი პრობლემები - Edison Research-ის კვლევა

Edison Research-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის ყველაზე მეტი წილი - 63% მიიჩნევს, რომ ქვეყნის წინაშე მდგარი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა უმუშევრობაა. 

მოქალაქეების წინაშე მდგარი პრობლემების პროცენტული მაჩვენებელი ასეთია: 

52% - სიღარიბეს;
43% - მზარდ ფასებს;
20% - ნარკომანიას;

18% - საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს;

16% - კრიმინალს;

15% - კორონავირუსი;
12% - განათლებას;

12% - აზარტული თამაშებს;
11% - ჯანდაცვას;
7% - ემიგრაციას;
7% - კორუფციას;

6% - კანონის უზენაესობის ნაკლებობას;
2% - გარემოს დაცვის პრობლემებს;
1% - მედიის თავისუფლებას;

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Edison Research ჩაატარა. კვლევა 17 სექტემბერი - 7 ოქტომბრის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა.

კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) შემთხვევითი შერჩევის ტიპით, საქართველოში მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის 4500 ადამიანი გამოიკითხა. შედეგების ცდომილება + - 1.5%-ია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system