თავში

საქართველო აქტიურად უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას - მაკა ბოჭორიშვილი

საქართველო აქტიურად უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას
საქართველო აქტიურად უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას - მაკა ბოჭორიშვილი

უკრაინასთან დაკავშირებულ კრიტიკას კატეგორიულად ვერ მივიღებ, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში ცალსახად და აქტიურად უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას.

"ჩვენ არაერთხელ დაგვიფიქსირებია, რომ უკრაინასა და საქართველოს აქვს საერთო პრობლემა, საერთო გამოწვევა ტერიტოტირულ მთლიანობასთან დაკავშირებით, ჰყავს საერთო მტერი, ვართ საერთო ბრძოლაში, გვაქვს საერთო ინტერესები ევტოკავშიეთან ურთიერთობებში. შესაბამისად, ჩვენი ერთიანობა და გვერდი-გვერდ დგომა არაერთხელ გამოგვიხატავს. ამ ბრძოლაშიც, რაც ახლა უკრაინასთან მიმართებაში ხდება, საქართველო მტკიცე მხარდაჭერას გამოხატავს. ის, რაც უკრაინაში ხდება, მუდმივ ყურადღებას და მხარდაჭერას საჭიროებს. საქართველო უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას აქტიურად უჭერს მხარს. იმ ბრძოლაში, რა ბრძოლაშიც ახლა უკრაინაა, ვართ ჩვენც. ამ ბრძოლაში უკრაინასთან ერთად, საქართველოც არის ჩართული“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system