თავში

საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ელემენტი ნატო-ში შესასვლელად - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ელემენტი ნატო-ში
საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ელემენტი ნატო-ში შესასვლელად - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საზოგადოებას, დიპლომატიურ კორპუსსა და პოლიტიკოსებს ანგარიშს აბარებს. შეხვედრა სასტუმრო "ბილტმორში" მიმდინარეობს და მას სხვადასხვა ქვეყნის ელჩები, მთავრობის წარმომადგენლები და მედია ესწრება. 

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველომ საგარეო პოლიტიკის ნაწილში მნიშვნელოვანი გზა გაიარა 2021 წელს, მათ შორის ნატო-სთან დაახლოების საკითხშიც. პრემიერის განცხადებით, ბრიუსელში გამართულ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე დეკლარაციაში მკაფიოდ აღინიშნა, საქართველოს როლი საერთაშორისო მისიებში და ნატო-ს გენმდივანმა ამის შესახებ მადლიერებაც გამოხატა. 

"წელს საკმაოდ წარმატებული საერთაშორისო პოლიტიკა ვაწარმოეთ. საერთაშორისო ასპარეზზე მივიღე მონაწილეობა უმაღლესი დონის ფორუმებსა და შეხვედრებში. 2 დღის წინ დავბრუნდი ბრიუსელიდან, სადაც მონაწილეობა მივიღე აღმოსავლეთ პარტნიორობის მეექვსე სამიტში. რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის კონკრეტული, ხელშესახები შედეგებით დასრულდა. სამიტის პოლიტიკურ დეკლარაციაში ასახულია ჩვენთვის პრიორიტეტული ძირითადი საკითხები, აღიარებულია ჩვენი ევროპული არჩევანი და მისწრაფებები.

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში. ნატო-ს გენმდივანთან, გვქონდა შეხვედრა, ჩვენ განვიხილეთ ურთიერთობების დღის წესრიგი. ნატოს წევრობა, რომელსაც მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა და ჩვენი ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ელემენტი ნატოში შესასვლელად. ამიტომ, მნიშვნელოვანი არის მომზადდეს წინადადება საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ნატო-ს გენმდივანმა განსაკუთრებულად აღნიშნა ჩვენი როლი, ჩვენი ძალისხმევა საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელსაც ავღანეთში მრავალი წლის განმავლობაში ვახორციელებდით. ასევე, ავღანეთიდან ათასობით ადამიანის ევაკუაციის პროცესში მონაწილეობისთვის მადლიერება გამოხატა",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system