
"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას ამერიკელი კონგრესმენი ეხმაურება.
ადამ კინზინგერი საქართველოს მთავრობის მოქმედებას შემაშფოთებელს უწოდებს.
"საქართველოს მთავრობის ეს ნაბიჯი ძალიან შემაშფოთებელია. დაძაბული ვითარების გათვალისწინებით, მთავრობას მოვუწოდებ, თავი დაანებოს ამ დრამატულ მოქმედებას. ყველანი ვუყურებთ," - წერს კინზინგერი Twitter-ზე.
ცნობისთვის, ნიკა მელია სპეცრაზმმა დააკავა.
This is a very concerning move by the Govt of Georgia. Given the tense situation, I call on the Govt to stand down from this dramatic action. We are all watching. https://t.co/YoglwixFdk
— Adam Kinzinger (@RepKinzinger) February 23, 2021