თავში

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ერთ-ერთი აზერბაიჯანული მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

უწყებაში აცხადებენ, რომ გავრცელდა დეზინფორმაციული ხასიათის პუბლიკაცია, რომელიც უამრავ უზუსტობებს შეიცავს.

საუბარია აზერბაიჯანულ პორტალ „ჰაქინის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს „12 ივლისამდე რამდენიმე დღით ადრე, სომხეთში სერბეთიდან სხვადასხვა კალიბრის ნაღმტყორცნები საქართველოს გავლით მოხვდა“. გამოცემა აგრეთვე წერს, რომ „სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, იმავე დღეებში სომხეთში რუსეთიდან „კამაზის“ მარკის, საომარი აღჭურვილობით დატვირთული მანქანებიც შევიდნენ, რომლებიც სომხეთში ასევე საქართველოს გავლით მოხვდნენ“.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნული სტატია ატარებს ტენდენციურ ხასიათს და მიმართულია ორ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში პრობლემის ხელოვნურად შექმნისკენ.

"ერთ-ერთი აზერბაიჯანული მედიასაშუალების მიერ გავრცელდა დეზინფორმაციული ხასიათის პუბლიკაცია, რომელიც შეიცავს უამრავ უზუსტობას.

სამწუხაროა, რომ აზერბაიჯანული, თითქოს სერიოზული ინტერნეტგამოცემა არაობიექტურად აღწერს ფაქტებს, საზოგადოება შეჰყავს შეცდომაში და ცდილობს, ჩრდილი მიაყენოს საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორობას და მეგობრობას.

კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს აკავშირებთ სტრატეგიული პარტნიორობა, ორი ერის ხანგრძლივი მეგობრობა ვითარდება და ღრმავდება, ორივე ქვეყანა მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონში და მათ შორის, ერთობლივად ახორციელებს მრავალ მნიშვნელოვან რეგიონალურ და საერთაშორისო პროექტს.

ეს სტატია ატარებს ტენდენციურ ხასიათს და მიმართულია ორ სტრატეგიულ პარტნიორს შორის ურთიერთობებში პრობლემის ხელოვნურად შექმნისკენ, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system