თავში

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპის საბჭოს საგაზაფხულო სესიაში მიიღებს მონაწილობას

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპის
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპის საბჭოს საგაზაფხულო სესიაში მიიღებს მონაწილობას

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მიიღებს მონაწილეობას. 

დელეგაცია, პარლამენტის თავმჰჯდომარის მოადგილის, კახა კუჭავას ხელმძღვანელობით, 19-22 აპრილს გამართულ სესიაზე გლობაურ პანდემიაზე, კოვიდ 19-ის ვაქცინაციის დამადასტურებელი სერტიფიკატების საკითხს, ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში ეთნიკური უმცირესობების მდგომარეობას, ევროპის საბჭოს სტრატეგიულ პრიორიტეტებსა და მსოფლიოში მიმდინარე აქტუალურ პროცესებს განიხილავს. 

საქართველოში ეთნიკური უმცირესობების უფლებრივ მდგომარეობასა და მათი სრულფასოვანი ინტეგრირებისთვის სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით, ასამბლეას სიტყვით საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრი, გივი მიქანაძე მიმართავს.

სასესიო და საკომიტეტო მუშაობის პარალელურად, დელეგაციის წევრები შეხვედრებს გამართავენ.

იქნება როგორც ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ასევე, ადამიანის უფლებათა კომისრის, დუნია მიატოვიჩის სიტყვით გამოსვლა, რომლის დროსაც, ვგეგმავთ, რომ ყურადღება გავამახვილოთ მის ვიზიტზე წლის განმავლობაში საქართველოში და განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის მხრივ“, – განაცხადა გივი მიქანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის მუშაობაში მონაწილეობას საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრები: კახა კუჭავა, მარიამ ქვრივიშვილი, გივი მიქანაძე, თამარ ტალიაშვილი და ლევან იოსელიანი მიიღებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system