თავში

საქართველოსა და გერმანიის პრეზიდენტების ოფიცოალური ვახშამი კახეთში გაიმართება

საქართველოსა და გერმანიის პრეზიდენტების ოფიცოალური ვახშამი კახეთში გაიმართება
საქართველოსა და გერმანიის პრეზიდენტების ოფიცოალური ვახშამი კახეთში გაიმართება

"ტრადიციად უნდა იქცეს, რომ მაღალი რანგის სტუმრების ვიზიტებისას ოფიციალური ვახშამი რეგიონში გაიმართოს"- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვიმა პრეზიდენტის სასახლეში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ზურაბიშვილის თმქით, პარტნიორებს უნდა ვაჩვენოთ, რომ საქართველოს განვითარება მხოლოდ თბილისზე არ არის დამოკიდებული.

პრეზიდენტმა შტაინმაიერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ხაზი გაუსვა გერმანია-საქართველოს შორის არსებულ ეკონომიკურ ურთიერთობებს და აღნიშნა, რომ „ეკონომიკური მიმართულებით, დიდი პოტენციალია, რომელიც ჯერ გამოყენებული არ არის“.

„ამის სიმბოლო არის ის, რომ ბატონი პრეზიდენტი ესტუმრება კახეთს და ჩვენ პირველად გვექნება ოფიციალური ვახშამი არა თბილისში, არამედ კახეთში და ეს ტრადიციად უნდა იქცეს იმისთვის, რათა ჩვენს პარტნიორებს ვაჩვენოთ, რომ საქართველოს განვითარება მხოლოდ თბილისზე არ არის დამოკიდებული, არის დამოკიდებული რეგიონებზე და მათ სიმძლავრეზე“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system