თავში

საქართველოში არჩევნებს 7 ევროპარლამენტარი დააკვირდება

საქართველოში არჩევნებს 7 ევროპარლამენტარი დააკვირდება
საქართველოში არჩევნებს 7 ევროპარლამენტარი დააკვირდება

საქართველოში, 2 ოქტომბრის არჩევნებს, ეუთო/ოდირის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, ეუთო/ოდირთან და ევროპის საბჭოს კონგრესთან ერთად, ევროპარლამენტიც დააკვირდება. ინფორმაციას ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ავრცელებს.

ევროპარლამენტის დელეგაცია შვიდი ევროპარლამენტარისგან შედგება, ესენი არიან:

მაიკლ გალერი (EPP, გერმანია) – დელეგაციის თავმჯდომარე;

მირიამ ლექსმანი (EPP, სლოვაკეთი);

მარინა კალიურანდი (S&D, ესტონეთი);

კატალინ ჩე (Renew, უნგრეთი);

მარკეტა გრეგოროვა (Greens/EFA, ჩეხეთი);

ჯორდი სოლე (Greens/EFA, ესპანეთი);

ანა ფოტიგა (ECR, პოლონეთი).

ევროპარლამენტარები საქართველოში 29-30 სექტემბერს ჩამოვლენ და ოფიციალური პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირის ელჩს, ეუთოს წამყვან ჯგუფს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდებიან. დელეგაცია ასევე შეხვდება საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system