თავში

საქართველოში ახალი კულტურა ყალიბდება - ვაშაძე

საქართველოში ახალი კულტურა ყალიბდება - ვაშაძე
საქართველოში ახალი კულტურა ყალიბდება - ვაშაძე

ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს, რადგან დღეს, საქართველოს ერთით ნაკლები პოლიტიკური პატიმარი ჰყავს, - ასე გამოეხმაურა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე გიორგი რურუას შეწყალებას. 

ვაშაძის თქმით, ამ გადაწყვეტილებით საქართველოში ახალი კულტურა ყალიბდება. 

"ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს, დამარცხებული საქართველოს არავინ არ ჰყავს, როგორც არავინ არ ჰყავდა დამარცხებული შეთანხმების დღეს, იმიტომ, რომ დღეს საქართველოში ერთით ნაკლები პოლიტიკური პატიმარია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმება სრულდება. მგონი, ახალი კულტურა ყალიბდება საქართველოში ამით და მე იმედი მაქვს, რომ ამ შეთანხმებებით საქართველოს დღეს, ისე როგორც არასდროს სჭირდება, შარლ მიშელის ეროვნული თანხმობის დოკუმენტის შესრულება. ჯერჯერობით ორივე მხარე უჩვენებს საკუთარი ვალდებულებების შესრულებას. იმედი მაქვს საჯარო დისკუსიებში აღარ იქნება საუბარი იმაზე თუ ვინაა ცუდი ჩვენს შორის", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინა, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუა შეიწყალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system