თავში

საქართველოში ატლანტიკური საბჭოს ვიზიტი დაიწყო

საქართველოში ატლანტიკური საბჭოს ვიზიტი დაიწყო
საქართველოში ატლანტიკური საბჭოს ვიზიტი დაიწყო

საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი დაიწყო. NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტმიოლერის და საბჭოს წევრებს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და ნატო-ში საქართველოს ელჩი ალექსანდრე მაისურაძე დახვდნენ.

საქართველოში NATO-ს დელეგაციას, რომლის შემადგენლობაში ალიანსის 29 წევრი ქვეყნის მუდმივი წარმომადგენელია, როუზ გოტმიოლერი უხელმძღვანელებს.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის თავმჯდომარეობით. ჩრდილოატლანტიკური კომიტეტი, ასევე, თავის მხრივ, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და პარლამენტის წევრებთან, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

გაიმართება შეხვედრები არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან. ჩრდილოატლანტიკური საბჭო ბათუმის პორტში ეწვევა საქართველოს სანაპირო დაცვის ხომალდებს. ვიზიტის ფარგლებში ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ლექციას გამართავს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system