თავში

საქართველოში გამოიკვეთა წითელი პრესის კონტურები - მამუკა მდინარაძე

საქართველოში გამოიკვეთა წითელი პრესის კონტურები - მამუკა მდინარაძე
საქართველოში გამოიკვეთა წითელი პრესის კონტურები - მამუკა მდინარაძე

"სამწუხაროდ, საქართველოში გამოიკვეთა წითელი პრესის კონტურები", - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე ტელეკომპანია "პირველის" გადაცემა "ნოდარ მელაძის შაბათის" სატელევიზიო ანონსს, რომლის მიხედვითაც, ბერა ივანიშვილი სახელმწიფო სტრუქტურებს მის მიმართ კრიტიკულად განწყობილი პირების დევნას სთხოვდა.

მდინარაძის თქმით, მოქმედებს საბჭოთა მეთოდები, რომლის მიხედვითაც რამდენიმე წლის განმავლობაში ინახავენ სხვადასხვა ჩანაწერებს და შემდეგ ამონტაჟებენ. 

"ჩეხავენ, კრავენ, აკეთებენ ამით ფაბრიკაციას საკუთარი საზოგადოების მიმართ. ეს არის საინფორმაციო ტერორიზმი, განხორციელებული წითელი პრესის მიერ და მიმართულია ქართული საზოგადოების წინააღმდეგ. ეს ძალიან სამწუხაროა. ყველამ ერთად უნდა შევძლოთ, რომ ამ წითელ ხაზებს მიღმა, „კაგებეშნიკური“ მეთოდების გამორიცხვით და საზოგადოებრივი კონსენსუსის შექმნით, რაღაც საკითხზე მაინც, შევძლოთ, რომ ყველამ ერთად დავგმოთ ფაბრიკაციები, ფარული ჩანაწერები და ამით ადამიანების დისკრედიტაცია. ეს უნდა ჩავაბაროთ რამენაირად წარსულს, რომელ მხარესაც რა პოლიტიკური მიზნებიც არ უნდა გააჩნდეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system