თავში

საქართველოში უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტები ჩამოდიან

​საქართველოში უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტები ჩამოდიან
საქართველოში უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტები ჩამოდიან

19 ივლისს საქართველოს უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი და მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ ეწვევიან. ორი ქვეყნის ლიდერები ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებენ მონაწილეობას.

კონფერენცია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის „ასოცირებული ტრიოს“ ფარგლებში შეთანხმებას ეძღვნება.

19 ივლისს ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელიც გამოვა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შეხვდება მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსა და უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის.

ამავე დღეს დაგეგმილია შარლ მიშელის საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის პრეზიდენტებთან ერთობლივი შეხვედრა, რის შემდეგაც გაიმართება პრესკონფერენცია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system