თავში

საქართველოს არ ჰყავს აშშ-ზე უფრო მტკიცე, ძლიერი პარტნიორი - ფილიპ რიკერი

საქართველოს არ ჰყავს აშშ-ზე უფრო მტკიცე, ძლიერი პარტნიორი - ფილიპ რიკერი
საქართველოს არ ჰყავს აშშ-ზე უფრო მტკიცე, ძლიერი პარტნიორი - ფილიპ რიკერი

საქართველოს არ ჰყავს აშშ-ზე უფრო მტკიცე, ძლიერი პარტნიორი. ეს გულისხმობს ამერიკის მხრიდან საქართველოს დემოკრატიის, მისი ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის დაცვასა და მხარდაჭერას ამ საქმეში, – ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელმა, ფილიპ რიკერმა განაცხადა.

"პრეზიდენტმა ბაიდენმა ძალიან ნათლად და ცხადად განაცხადა, რომ ჩვენ რუსეთთან ვეძიებით უფრო სტაბილურ და პროგნოზირებად ურთიერთობას. თუმცა ჩვენ არ გავჩერდებით და არ გავჩუმდებით, ხმამაღლა ვილაპარაკებთ ყოველთვის რუსეთის ქმედებებზე. მათ შორის რა თქმა უნდა, ეს გახლავთ საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია და თეთრი სახლის გზავნილია - ჩვენ ვრჩებით საქართველოს ძალიან მტკიცე პარტნიორად საქართველოს გზაზე და ტრაექტორიაზე ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. საქართველოს არ ჰყავს აშშ-ზე უფრო მტკიცე და ძლიერი პარტნიორი, ეს გულისხმობს ამერიკის მხრიდან საქართველოს დემოკრატიის, მისი ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის დაცვას და მხარდაჭერას ამ საქმეში", – განაცხადა ფილიპ რიკერმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system