თავში

სახალხო დამცველი ნიკა მელიას ხვდება

სახალხო დამცველი ნიკა მელიას ხვდება
სახალხო დამცველი ნიკა მელიას ხვდება

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია “ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს, ნიკა მელიას ხვდება. ლომჯარიას თქმით, გეგმავს, რომ ენმ-ის ლიდერთან შექმნილ ვითარებაზე ისაუბროს. 

როგორც სახალხო დამცველმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ნიკა მელიას გათავისუფლების რამდენიმე გზა არსებობს.

„ვაპირებ ნიკა მელიას მონახულებას. მინდა მასთან საუბარი. ვისაუბრებთ შექმნილ ვითარებაზე. ვნახოთ, როგორ წავა საუბარი. იცით, რომ პირველ დღეს ვნახე ნიკა აქ, ციხეში და როდესაც დღეს მისი გათავისუფლების გზებზეა საუბარი, მინდა ვესაუბრო და მისი აზრი გავიგო. მე ვერავისზე ზემოქმედებას ვერ მოვახდენ, ყველას თავისი მოსაზრება აქვს და სახალხო დამცველი ვერ ჩაერევა ამ გადაწყვეტილებაში. მოვისმენ მის აზრს, შევაფასებ მის მდგომარეობას. რაც შეეხება მის გათავისუფლებას, ძალიან ბევრი ფორმით შეიძლება იყოს გათავისუფლებული. თავად პროკურატურას შეუძლია მიიღოს ეს გადაწყვეტილება. შეუძლია გირაოს გარეშეც დატოვოს, შეუძლია ის მუხლიც გამოიყენოს, რომელზეც ჩემი მოადგილე საუბრობდა დღეს - სისხლის სამართლის კოდექსის 70-ე მუხლი და საერთოდ შეწყვიტოს დევნა შეცვლილი გარემოებების, ახალი გარემოებების და საჭიროებების გამო. ბევრი ვარიანტი არსებობს. მე ვერ გეტყვით როგორ აპირებს ხელისუფლება აღასრულოს ამ შეთანხმების პუნქტი. თუმცა, ბევრი საშუალება არსებობს, რომ ნიკა მელიას გათავისუფლება მოხდეს. პოლიტიკურ სიღრმეებში და მსჯელობებში ვერ შევალ“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system