თავში

სახალხო დამცველი თუ უარყოფს, კაი, მიღებულია, ძმაო - კალაძე

სახალხო დამცველი თუ უარყოფს, კაი, მიღებულია, ძმაო - კალაძე
სახალხო დამცველი თუ უარყოფს, კაი, მიღებულია, ძმაო - კალაძე

"სახალხო დამცველი თუ უარყოფს, მიღებულია ძმაო, სახალხო დამცველმა თუ უარყო, კაი", - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს, რომლებმაც მას უთხრეს, რომ სახალხო დამცველი უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს კლინიკა, სადაც საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ, მულტიფუნქციურია.

ამასთანავე, როგორც კალაძემ აღნიშნა, პენიტენციურ სისტემას აქვს თავისი კლინიკა და საჭიროების შემთხვევაში საქართველოს მესამე პრეზიდენტს სწორედ იქ გადაიყვანენ და მიხედავენ.

„თუ იქნება საჭიროება, რა თქმა უნდა, პენიტენციურ სისტემას აქვს თავისი კლინიკა და მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იქნება და მიეხედება ისე, როგორც ყველას", - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა. ომბუდსმენის აპარატის განცხადებაშიაღნიშნულია, რომ დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system