თავში

სახალხო დამცველს პოლიტიკური ინტერესი აქვს - კობახიძე

სახალხო დამცველს პოლიტიკური ინტერესი აქვს - კობახიძე
სახალხო დამცველს პოლიტიკური ინტერესი აქვს - კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებსა და სახალხო დამცველს პოლიტიკური ინტერესი აქვთ და ისინი მიკერძოებულები არიან. 

"რაც შეეხება ადვოკატებს, ისინი არიან მიკერძოებულები და მათ აქვთ პოლიტიკური ინტერესი. იგივე ეხება, რა თქმა უნდა, სახალხო დამცველს, მასაც აქვს პოლიტიკური მიკერძოება და პოლიტიკური ინტერესი. აქედან გამომდინარე, მათი განცხადებები არის ბუნებრივი", - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა. ომბუდსმენის აპარატის განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system