თავში

"სახელმძღვანელოში სრულად არ არის ასახული სააკაშვილის "საქმენი საგმირონი" - ღუდუშაური

"სახელმძღვანელოში სრულად არ არის ასახული სააკაშვილის "საქმენი საგმირონი" - ღუდუშაური
სახელმძღვანელოში სრულად არ არის ასახული სააკაშვილის საქმენი საგმირონი - ღუდუშაური

"თუ რაიმე ნაკლოვანება აქვს ამ ყველაფერს, ეს არის, რომ რეალურად, არ არის ასახული სრულად და ობიექტურად მიხეილ სააკაშვილის საქმიანობა, "საქმენი საგმირონი", რის გამოც მას მსჯავრი აქვს დადებული და ეს ყველაფერი ჩვენმა მომავალმა თაობებმა უნდა იცოდნენ", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

"რა თქმა უნდა, მათთვის მიუღებელია ყველაფერი, რასაც რეალობასთან მივყავართ. ის, რომ ბიძინა ივანიშვილს განუზომლად დიდი დამსახურება აქვს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, საზოგადოების განვითარების გადარჩენისთვის, ამაზე დავა შეიძლება? 

გააჩნია რა ფორმით და როგორ შეხვალ ისტორიაში. მე-9 კლასის სახელმძღვანელო იქნება თუ სხვა ისტორიის სახელმძღვანელო, ვფიქრობ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით რაც არის აქ, არაა საკმარისი და სრულად არ ასახავს იმ საქმეებს, რაც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა. 2012 წელს, როდესაც ქართველ ხალხთან ერთად წელში გადატეხა რეჟიმი და გააგდო მმართველობიდან", - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა "პალიტრანიუსის" ეთერში.

ცნობისთვის, 5 დეკემბერს "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ საკუთარი ფეისბუქგვერდით გაავრცელა ფოტო ერთ-ერთი სასკოლო სახელმძღვანელოდან, რომელშიც, მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს ადიდებენ.

მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოში ბიძინა ივანიშვილი მეცენატადაა მოხსენიებული.

აღნიშნულთან დაკავშირებით განათლების სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გაიმართა.

აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები ისტორიის სახელმძღვანელოში ბიძინა ივანიშვილსა და ვარდების რევოლუციასთან დაკავშირებულ ეპიზოდებს აპროტესტებენ.

ისინი მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოდან ბიძინა ივანიშვილის შესახებ შეტანილი პარაგრაფის ამოღებას ითხოვენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system