თავში

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე საუბარი არც არის - კობახიძე

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე საუბარი არც არის
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე საუბარი არც არის - კობახიძე

ეს არის წმინდა სამართლებრივი და ინსტიტუციური საკითხი და შემიძლია გითხრათ, რომ ეს კანონპროექტი, რაც არის ინიცირებული, სამართლებრივადაც და ინსტიტუციურად არა მხოლოდ გამართულია, არამედ აუმჯობესებს არსებულ მდგომარეობას, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით განაცხადა. 

მისი თქმით, მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული კანონპროექტით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის არა გაუქმება, არამედ ორი სამსახურით ჩანაცვლება ხდება.

"სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე საუბარი არც არის, რეალურად ერთი სამსახური ჩანაცვლდება ორი სამსახურით, არავითარი ფორმით არ იკვეცება კომპეტენციები, პირიქით - ფართოვდება საგამოძიებო ნაწილის უფლებამოსილებები. თავის დროზეც იყო არაერთი რეკომენდაცია, მათ შორის იგივე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციები, რომ ეს ორი ფუნქცია ყოფილიყო ერთმანეთისგან დამოუკიდებელი. არის აბსოლუტურად განსხვავებული ორი ფუნქცია, რომელიც თავმოყრილია ერთ უწყებაში. ერთი არის პერსონალური მონაცემების დაცვა და მეორე - გამოძიება. ამ ორ ფუნქციას ერთმანეთთან არანაირი კავშირი არ აქვს, უფრო მეტიც, არის ინტერესთა კონფლიქტი. ამიტომ, იყო ეს რეკომენდაცია", - განაცხადა კობახიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system