თავში

სახინკლეზე მაქვს ნაძლევი დადებული - იაგო ხვიჩია

სახინკლეზე მაქვს ნაძლევი დადებული - იაგო ხვიჩია
სახინკლეზე მაქვს ნაძლევი დადებული - იაგო ხვიჩია

"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ საკუთარი პარტიის სხვა ლიდერთან სანაძლეო დადო, რომ თაკო ჩარკვიანი და შალვა ნათელაშვილი, პარლამენტში შევლენ.

მისი თქმით, ისინი პარლამენტში მათ წინ დასხდებიან. 

"მე და სანდრო რაქვიაშვილს ნაძლევი გვაქვს დადებული სახინკლეზე. მე ვამბობ, რომ თაკო ჩარკვიანი პარლამენტში შევა. სანდრო რაქვიაშვილი ფიქრობს, რომ არ შევა. ასევე, ბატონ შალვა ნათელაშვილზე. ზოგადად, მგონია, რომ ესენი ყველა შევლენ. ეს ხალხი, ვინც უშვერი სიტყვებით ილანძღებოდნენ, მთელი პროცესის მიმართ, ვისაც შეთანხმება უნდოდა. შეთანხმების შედეგებით დიდი სიამოვნებით ისარგებლებენ და ჩვენზე წინ დაჯდებიან პარლამენტში," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ "პალიტრას" ეთერში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system