თავში

სალაძე: მმართველი პარტიისთვის, არჩევნების გადადება არ უნდა იყოს მომგებიანი

სალაძე: მმართველი პარტიისთვის, არჩევნების გადადება არ უნდა იყოს მომგებიანი
სალაძე: მმართველი პარტიისთვის, არჩევნების გადადება არ უნდა იყოს მომგებიანი

"ასეთი განცხადებები, ერთგვარად ფონის მოსინჯვაა საზოგადოებაში,"- ასე აფასებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც შესაძლოა არჩევნები დეკემბერში ჩატარდეს.

სულხან სალაძის თქმით, მმართველი პარტიისთვის ეს მომგებიანი არ უნდა იყოს.

"ასეთი განცხადებები, ერთგვარად ფონის მოსინჯვაა საზოგადოებაში, რომ თუ კი ამის საჭიროება დადგება, ერთის მხრივ ობიექტურად, ან მეორეს მხრივ თუ "ქართული ოცნება" ჩათვლის, რომ მას ჭირდება არჩევნების გადავადება. მთვარი გამოწვევა აქ არის ის, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებისას რითი იხელმძღვანელებს მმართველი პარტია. თუ შევხედავთ ამას, როგორც ერთი სურათის ნაწილს, ბუნებრივია მმართველი პარტიისთვის, პირდაპირი მნიშვნელობით, არჩევნების გადადება არ უნდა იყოს მომგებიანი,"-განაცხადა სალაძემ.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თუ ვირუსის მეორე ტალღა დაემთხვა არჩევნებამდე პერიოდს, შეიძლება, არჩევნები არა ოქტომბერში, არამედ პირობითად, დეკემბერში ჩატარდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system