თავში

სალომე ზურაბიშვილი: კონფლიქტის მოგვარების ორი გზა არსებობს - ომი და დიპლომატია

სალომე ზურაბიშვილი: კონფლიქტის მოგვარების ორი გზა არსებობს
სალომე ზურაბიშვილი: კონფლიქტის მოგვარების ორი გზა არსებობს - ომი და დიპლომატია

კონფლიქტის მოგვარების მხოლოდ ორი გზაა, ერთი ომია და ჩვენ ვგმობთ ძალის გამოყენებას, მეორე არის დიალოგი და დიპლომატია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მსოფლიო ლიდერთა ფორუმზე, კოლუმბიის უნივერსიტეტში განაცხადა. 

ზურაბიშვილი აღნიშნული უნივერსიტეტის საერთაშორისო და საზოგადოებრივ საქმეთა სკოლაში 1972-1973 წლებში სწავლობდა.

საქართველოს პრეზიდენტმა საკუთარი გამოსვლა სოხუმის დაცემის თემით დაიწყო და ოკუპაციის ფაქტები გაიხსენა, რომელიც დღემდე გრძელდება ჩრდილოელი მეზობლის მხრიდან. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. კითხვები, ქვეყნის დღევანდელ მმართველობას, ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში საქართველოს სწრაფვასა და ოკუპირებულ რეგიონებს შეეხო.

„რა თქმა უნდა, კონფლიქტი არ უნდა დაგვავიწყდეს. ჩვენ ყოველთვის უნდა ვიყოთ მკაფიო იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ჩვენმა პარტნიორებმა უნდა შეინარჩუნონ ეს საკითხი დღის წესრიგში, როდესაც ისინი ესაუბრებიან რუსებს, რადგან ამგვარად ჩვენ და თქვენ ვიმეორებთ და ვახსენებთ, რომ ეს სიტუაცია არ არის ნორმალური, რომ ის უნდა გამოსწორდეს, რომ ეს არ შეესაბამება 2008 წელს გაფორმებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომ ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ნორმალურ ურთიერთობებს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში რეგიონის სტაბილური ვერ იქნება, თუ ნორმალურ ურთიერთობებს არ აღვადგენთ. სწორედ ეს უნდა გააკეთონ ჩვენმა პარტნიორებმა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ერთერთმა სტუდენტმა სალომე ზურაბიშვილს  უთხრა, რომ მას აფხაზეთში ოჯახი ჰყავს, რომელსაც ყოველ ზაფხულს სტუმრობს და კარგად ხედავს 90-ანი წლების კონფლიქტის შედეგებს. სტუდენტი დაინტერესდა, რა ნაბიჯები შეიძლება გადადგან მსოფლიო ლიდერებმა, სამხედრო ინტერვენციის გარეშე ტერიტორიული კონფლიქტის გადასაჭრელად. 

"აღიარებთ თუ არა აფხაზეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ?" - ჰკითხა სტუდენტმა საქართველოს პრეზიდენტს. 

აღნიშნულ კითხვას სალომე ზურაბიშვილმა ასე უპასუხა: „ბოლო შეკითხვის პასუხია – არა. ამ კონფლიქტის მოგვარების მხოლოდ ორი გზა არსებობს. ერთი არის ომი და ჩვენ ვგმობთ ძალის გამოყენებას და მეორე არის დიალოგი და დიპლომატია“.

სალომე ზურაბიშვილი ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში იმყოფება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system