
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევბის დადასტურების შემდეგ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ერთგვარი საინფორმაციო კამპანია წამოიწყო და ის ავტობუსში პირბადით ავიდა. სალომე ზურაბიშვილი ავტობუსში, პირბადით გადაღებულ ფოტოებს სოციალურ ქსელ Instagram-ზე აქვეყნებს.
„მოდით გავავრცელოთ #SafetynotFear! (უსაფრთხოება და არა შიში). ჩვენ უნდა დავანახოთ ხალხს, რომ უსაფრთხოება ნიშნავს მშვიდად ყოფნას და პასუხისმგებლობას“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.


