თავში

სალომე ზურაბიშვილი ტელეფონით თურქ კოლეგას ესაუბრა

სალომე ზურაბიშვილი ტელეფონით თურქ კოლეგას ესაუბრა
სალომე ზურაბიშვილი ტელეფონით თურქ კოლეგას ესაუბრა

საქართველოს პრეზიდენტსა და თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის სატელეფოო საუბარი შედგა. პრეზიდენტებმა კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოსა და თურქეთში შექმნილი ვითარება განიხილეს.

სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა თურქ კოლეგას აქტიური თანამშრომლობისა და კორონავირუსის გავრცელებისთანავე თურქეთიდან საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად გაწეული დახმარებისათვის. 

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, სოლიდარობა მნიშვნელოვანი და აუცილებელია, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე, საერთაშორისო დონეზე.

საუბრისას აღინიშნა, რომ კრიზისულ და პოსტკრიზისულ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია როგორც სავაჭრო და სატრანსპორტო კორიდორი, ასევე, სატრანსპორტო ქსელი, მათ შორის ბაქო- თბილისი - ყარსის რკინიგზა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, დღეს, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ მძიმე და კრიზისულ ვითარებაში, უაღრესად მნიშვნელოვანია რეგიონული სოლიდარობა და საქართველო გააგრძელებს თურქეთთან ღრმა და აქტიურ თანამშრომლობას.

საქართველოს პრეზიდენტმა სურვილი გამოთქვა, რომ კრიზისის დაძლევის შემდეგ თურქეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში სწრაფად გაიმართება.

მანამდე სალომე ზურაბიშვილმა კორონავირუსთან დაკავშირებით პოლონეთის პრეზიდენტთანაც ისაუბრა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system