თავში

სამძებრო სამუშაოები შეჩერდება - გომელაური

სამძებრო სამუშაოები შეჩერდება - გომელაური
სამძებრო სამუშაოები შეჩერდება - გომელაური

შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის ადგილზე მიმდინარე სამძებრო და სამაშველო ღონისძიებები დასრულდა.

შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან განაცხადა, რომ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის ადგილზე პოლიციის შესაბამისი ძალები რჩებიან, რომლებიც ადგილზე უსაფრთხოების ნორმებს გააკონტროლებენ.

"პირველ რიგში მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახებს, ძალიან მძიმე სიტუაციაა 9 ადამიანია გარდაცვლილი და ყველას ვუსამძიმრებ, უმძიმესი დღე იყო გუშინ, დღესაც რა თქმა უნდა. ახლა ვიპოვეთ, 5 წუთის წინ მეცხრე გარდაცვლილი, ვისაც ვეძებდით.

ჩვენი ვარაუდით არცერთი დაკარგული აღარ არის და სამძებრო სამუშაოები შეჩერდება. გარდაცვლილებს შორის სამი არასრულწლოვანია, ხოლო დანარჩენი სრულწლოვანები. დაკავებულია 3 ადამიანი, როგორც გითხარით და გრძელდება გამოძიება.

პოლიციელები დარჩებიან შემთხვევის ადგილზე, სავარაუდოდ ეს ქუჩა გადაიკეტება, რომ არ იმოძრაოს ხალხმა, უკანა ეზოშიც მოხდება გაკეთება ბარიერების, რომ არ შევიდეს ხალხი იმ ზონაში, რომელმაც შესაძლოა საფრთხე გამოიწვიოს," - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი ბინის ჩამონგრევის ადგილას საძიებო - სამაშველო ღონისძიებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს 400 - მდე მეხანძრე - მაშველი და პოლიციის სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები 29 საათის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მუშაობდნენ.

შეგახსენებთ, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა.

შსს-მ ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე 3 ადამიანი დააკავა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system