თავში

სამი პოლიტიკური პარტია არანაირ კომპრომისზე არ მიდიოდა - ირაკლი კობახიძე

სამი პოლიტიკური პარტია არანაირ კომპრომისზე არ
სამი პოლიტიკური პარტია არანაირ კომპრომისზე არ მიდიოდა - ირაკლი კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სამთავრობო გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პროცესში გამოიკვეთა სამი ოპოზიციური პარტია, რომელიც განსაკუთრებით ხისტი იყო მის მიდგომებში და არანაირ კომპრომისზე არ მიდიოდა. 

ეს იყო „ნაციონალური მოძრაობა“, გიგა ბოკერია და „ლელო“. ეს სამი პოლიტიკური პარტია იყო ძალიან ხისტი თავიანთ მიდგომებში. ყველა სხვა ავლენდა კომპრომისის განწყობას, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა არ ვთვლი შალვა ნათელაშვილს. ყველა დანარჩენი ავლენდა მზადყოფნას, რეალური დიალოგისთვის. თუმცა ამ სამ პარტიას ეკავა ხისტი პოზიცია, რაც საბოლოო ჯამში აღმოჩნდა კონტრპროდუქტიული და შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა“, - განაცხადა კობახიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system