თავში

სამწუხარო იქნება თუ ოპოზიცია დანაწევრდება - სამადაშვილი

სამწუხარო იქნება თუ ოპოზიცია დანაწევრდება - სამადაშვილი
სამწუხარო იქნება თუ ოპოზიცია დანაწევრდება - სამადაშვილი

თუ  ოპოზიციის სხვადასხვა მიმართულებით დანაწევრება  მოხდება და ჩვენ ხელისუფლების წინააღმდეგ ერთიან ფრონტს ვერ შევინარჩუნებთ, ეს ყველაზე სამწუხარო შედეგი იქნება, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

სამადაშვილის თქმით, ოპოზიციამ დახურლ კარს მიღმა უნდა იმსჯელოს სამოქმედო გეგმაზე და ერთიანი პოზიცია დაიცვას.  

"მიმაჩნია, რომ ოპოზიციამ უნდა შეაჯეროს ერთიანი მიდგომა. ჩემი აზრით, ძალიან სამწუხარო იქნება, თუ მოხდება ოპოზიციის დანაწევრება. მიმაჩნია, რომ ოპოზიციამ დახურულ კარს მიღმა უნდა იმსჯელოს შესაძლო სამოქმედო გეგმაზე და ერთიანი პოზიცია დაიცვას. ამ ყველაფრიდან ყველაზე სამწუხარო შედეგი იქნება, თუ მოხდება სხვადასხვა მიმართულებით ოპოზიციის დანაწევრება და ჩვენ ხელისუფლების წინააღმდეგ ერთიან ფრონტს ვერ შევინარჩუნებთ. ვფიქრობ, ფართო პოლიტიკური შეთანხმების გარეშე, რომელიც სრულიად პოლიტიკურ სპექტრს მისცემს შესაძლებლობას, რომ ხელი მოაწეროს შეთანხმებას, ჩვენ პოლიტიკურ კრიზისს ქვეყანაში ვერ განვმუხტავთ", - განაცხადა სამადაშვილმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system