თავში

სანამ მიხეილ სააკაშვილი იქ არის, არაფერიც არ შეიცვლება - ხუხაშვილი

სანამ მიხეილ სააკაშვილი იქ არის, არაფერიც არ შეიცვლება - ხუხაშვილი
სანამ მიხეილ სააკაშვილი იქ არის, არაფერიც არ შეიცვლება - ხუხაშვილი

გრიგოლ ვაშაძის პარტიიდან წასვლა სერიოზულ ცვლილებებს ვერ მოიტანს, მთელი პარტიაც, რომ წავიდეს სანამ მიხეილ სააკაშვილი იქ არის არაფერიც არ შეიცვლება, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა Report.ge-ს განუცხადა.

ხუხაშვილის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" გარკვეულ რელიგიურ პრინციპზე აგებული პარტიაა, სადაც ყველაფერი უზენაეს უკავშირდება და სხვა იერარქები არაფერს ნიშნავს. 

"მისი პარტიიდან წასვლა სერიოზულ ცვლილებებს ვერ მოიტანს, გარკვეული დაძაბულობა  შეიძლება იყოს, მაგრამ ვერ მოიტანს ცვლილებებს. "ნაციონალური მოძრაობა" ისევე, როგორც "ქართული ოცნება" ეს არ არის კლასიკური ტიპის პარტიები, ეს არის პარტიები გარკვეულწილად რელიგიურ პრინციპებზე აგებული, როდესაც არსებობს ერთი კერპი და დანარჩენი ყველა არის მრევლი. ამ მრევლში იკვეთება გარკვეული იერარქია, მაგრამ ეს იერარქები არაფერს არ ნიშნავენ, ყველაფერი მიდის უზენაესთან და შესაბამისად, მთელი პარტიაც, რომ წავიდეს სანამ მიხეილ სააკაშვილი იქ არის, არაფერიც არ შეიცვლება", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, რეფორმირება, "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად,  მთლიანად ქართულ პოლიტიკურ ელიტასაც სჭირდება. 

"ნაციონალურ მოძრაობას" აქვს სისტემური პრობლემები, მათ შორის, წარსულის სერიოზული პრობლემები, რომლისგანაც განთავისუფლება უჭირს. მათ თვითონ იციან თავიანთი საქმე. საქართველოში მთლიან პოლიტიკურ ელიტას სჭირდება რეფორმირება იმიტომ, რომ დღევანდელი პოლიტიკური ელიტა, როგორც სახელისუფლებო, ასევე ოპოზიციური სერიოზულ განახლებას საჭიროებს. პოლიტიკური სტანდარტი საქართველოში არა თუ არ გაზრდილა, სრული დეგრადაცია განიცადა", - განაცხადა ხუხაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system