თავში

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა ჩაინიშნა

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა ჩაინიშნა
საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა ჩაინიშნა

ხვალ, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა ჩაინიშნა. ამის შესახებ განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გააკეთა. მისი თქმით უმრავლესობის სხდომა 15:00 საათზე დაიწყება. საუბრის თემა საკონსტიტუციო ცვლილებები იქნება. მდინარაძის განცხადებით საპარლამენტო უმრავლესობიდან ცვლილებებს მხარს ყველა უჭერს. 

„ახლა ჯერი არის ოპოზიციის იმ ნაწილზე, ვინც უკვე სათითაოდ დაადასტურა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერენ. საუბარია მინიმუმ 25-26 დეპუტატზე, შესაბამისად, ცვლილებებს არანაირი საფრთხე არ ემუქრება და რისკი არ არის. ჩვენ 21 ივნისს საკონსტიტუციო ცვლილებებს რიგგარეშე სხდომაზე პირველი მოსმენით მივიღებთ.

ხვალვე უმრავლესობის სხდომაზე გავივლით „საარჩევნო კოდექსის“ საკითხს, რომელიც პარალელურად, მომავალ კვირას უნდა დარეგისტრირდეს. ამ საკითხებს უფრო დეტალურად გავივლით, რომ პოზიციები საარჩევნო ცვლილებებზეც იყოს შეჯერებული“, - განაცხადა მდინარაძემ.

საკონსტიტუციო ცვლილებებს ხვალ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ.

პროექტი პირველი მოსმენით 21 ივნისის რიგგარეშე სხდომაზე განიხილება.

ცვლილებების მისაღებად 113 დეპუტატის ხმაა საჭირო. პროექტით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30 საარჩევნო მოდელით უნდა ჩატარდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system