თავში

საპატიმროდან წერილი გამომიგზავნა, არადა ვიცი, შეუძლოდ არის - თაკო ჩარკვიანი

საპატიმროდან წერილი გამომიგზავნა, არადა ვიცი,
საპატიმროდან წერილი გამომიგზავნა, არადა ვიცი, შეუძლოდ არის - თაკო ჩარკვიანი

პოლიტიკოსი, დეპუტატი თაკო ჩარკვიანი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გამოგზავნილ წერილს Facebook-ზე აქვეყნებს. მისი თქმით, პრეზიდენტმა წერილი სუსტად ყოფნის მიუხედავად, მაინც გამოუგზავნა. 

თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ პრეზიდენტის ციხეში ყოფნა არ შეიძლება და ის მალე უნდა გათავისუფლდეს.

"რუსთავის საპატიმროდან წერილი გამომიგზავნა , არადა ვიცი , რომ შეუძლოდ არის, მაგრამ ეს ტვინის სისხარტე ,მაშტაბი, დროის შეგრძნება,საოცარი უნარი ურთიერთობის ,ყურადღება, ეს არის ნიჭი რომელიც არ უნდა გავანადგურებინოთ სირცხვილია, თავის მოჭრაა ქვეყნისთვის ამ მაშტაბის პოლიტიკოსის ციხეში ყოფნა.

მალე, ძალიან მალე თავისუფალი უნდა იყოთ -პრეზიდენტო, თავისუფალ საქართველოში. ჯანმრთელობას გისურვებთ , ყველაფერი კარგად იქნება, სხვაგვარად ვერც წარმომიდგენია, სირცხვილისთვის არ გავიმეტებთ ქვეყანას, საქართველოს რეფორმატორი პრეზიდენტი თავისუფალი უნდა იყოს!", - აცხადებს თაკო ჩარკვიანი

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system