
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია report.ge-ს სახელმწიფო რწმუნებულის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაუდასტურეს.
მათი თქმით, მოწერელია თანამდებობას პირველი აგვისტოდან ტოვებს. გუბერნატორის მოვალეობას მისი პირველი მოადგილე მალხაზ თორია შეასრულებს.
ალექსანდრე მოწერელია „ქართულმა ოცნებამ“ აბაშა-მარტვილი-წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის თანამდებობას ალექსანდრე მოწერელია 2018 წლის აგვისტოდან იკავებს.