თავში

სერგეი ლავროვი - მოსკოვი იმედოვნებს, რომ აშშ და NATO რუსეთთან დაპირისპირებისკენ საქართველოს აღარ წააქეზებს

​სერგეი ლავროვი - მოსკოვი იმედოვნებს, რომ აშშ და NATO რუსეთთან დაპირის
სერგეი ლავროვი - მოსკოვი იმედოვნებს, რომ აშშ და NATO რუსეთთან დაპირისპირებისკენ საქართველოს აღარ წააქეზებს

მოსკოვი იმედოვნებს, რომ აშშ და NATO რუსეთთან დაპირისპირებისკენ საქართველოს აღარ წააქეზებს, - ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პასუხებში იმ კითხვებზე, რომელიც მედიამ მოამზადა, მაგრამ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, სერგეი ლავროვის პრესკონფერენციაზე არ გაჟღერდა.

"ჩვენ თვალს ვადევნებთ ალიანსისა და ვაშინგტონის საქართველოსთან პროგრესირებადი პოლიტიკური და სამედრო-ტექნიკური თანამშრომლობის გაძლიერებას. იმედი გვაქვს, რომ აშშ-სა და NATO-ში სერიოზულად მოეკიდებიან ჩვენს გაფრთხილებებს და რუსეთთან დაპირისპირებისკენ მოსკოვს აღარ წააქეზებენ", - აღნიშნეს უწყებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მათი მხრიდან ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზაციით დაინტერესება ნარჩუნდება.

"ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესზე ნეგატიური გავლენა იქონია ქართველი რადიკალების ივნისის პროვოკაციამ, რომლის პასუხად რუსეთის ფედერაცია იძულებული იყო, დროებით შეეჩერებინა საქართველოსთან ავიამიმოსვლა. იმედი გვაქვს, რომ თბილისი მომხდარიდან გაკვეთილს მიიღებს", - განაცხადეს უწყებაში. 

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის მიუხედავად, რუსეთი საქართველოს მეორე სავაჭრო პარტნიორია და 2019 წლის 10 თვის მონაცემებით, სავაჭრო ბრუნვამ 1.1 მილიარდი დოლარი შეადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system