თავში

სერგი კაპანაძე: ჩვენი ორიენტირია ივანიშვილის დამარცხება და ჩვენი კანდიდატი ამ ოლქში სწორედ ამისთვის იბრძვის

სერგი კაპანაძე: ჩვენი ორიენტირია ივანიშვილის დამარცხება და ჩვენი კანდიდატი ამ ოლქში სწორედ ამისთვის იბრძვის
სერგი კაპანაძე: ჩვენი ორიენტირია ივანიშვილის დამარცხება და ჩვენი კანდიდატი ამ ოლქში სწორედ ამისთვის იბრძვის

,,ევროპული საქართველოს" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, ,,ნაციონალური მოძრაობის" მიერ სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის ოლქში კანდიდატის დასახელებას ეხმაურება.

სერგი კაპანაძის თქმით, ,,ევროპული საქართველოს" მთავარი ამოცანა არის ბიძინა ივანიშვილის დამარცხება და ევროპული საქართველოს, როგორც ალტერნატივის წარმოჩენა. კაპანაძემ აღნიშნა, რომ ის ვერ შეაფასებს მისი კონკურენტი ოპოზიციური ძალის გადაწყვეტილებასა და საარჩევნო სტრატეგიას.

კაპანაძემ აღნიშნა, რომ ევროპული საქართველოს ყველა კანდიდატი, ყველა რეგიონში იბრძვის იმისათვის, რომ დაამარცხონ ქართული ოცნება.

„ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ჩვენი კონკურენტი ოპოზიციური ძალების გადაწყვეტილებები შევაფასოთ. ჩვენი მთავარა ამოცანა არის ბიძინა ივანიშვილის დამარცხება ამ არჩევნებზე და ჩვენი კანდიდატი ხონის-ვანის-წყალტუბოსა და სამტრედიის ოლქში არის ძალიან ძლიერი კანდიდატი, აკაკი ბობოხიძე და ის იბრძვის იქ გამარჯვებისათვის. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო ნაციონალურმა მოძრაობამ, მათ შორის კანდიდატის შეცვლასთან დაკავშირებით, არ აქვს მნიშვნელობა იქ რა იწვევს კითხვის ნიშნებს, პირადი მოტივი ან მსგავსი თემები, ჩვენთვის ეს არის შეფასების მიღმა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ორიენტირი არის ივანიშვილის დამარცხება და ჩვენი კანდიდატი იქ იბრძვის სწორედ ამისათვის.

ჩვენი ამოცანა არ არის ჩვენი კონკურენტების საარჩევნო სტრატეგიის შეფასება, ჩვენი ამოცანაა, რომ ჩვენი გუნდით, რომელიც შედგება როგორც ახალგაზრდა, მაგრამ გამოცდილი, ისე ახალი სახეეებისგან, რომლებიც იბრძვიან სხვადასხვა რეგიონში, რათა ჩვენი გუნდი იყოს წარმოჩენილი როგორც ქართული ოცნების ალტერნატივა, რაც რეალურად არის.

ამიტომ, ჩვენი ამოცანა და სწორება არის ქართული ოცნების დამარცხება და ყველა ჩვენი კანდიდატი, უკლებლივ ყველა რეგიონში, იბრძვის ამისათვის, რომ დაამარცხონ ქართული ოცნება.“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ცნობისთვის, პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ ნანუკა ჟორჟოლიანი სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system