თავში

სერგი კაპანაძე: ხელისუფლებას აქვს არჩევანი სამარცხვინო ფურცელი ოქტომბრამდე დახუროს

სერგი კაპანაძე: ხელისუფლებას აქვს არჩევანი სამარცხვინო
სერგი კაპანაძე: ხელისუფლებას აქვს არჩევანი სამარცხვინო ფურცელი ოქტომბრამდე დახუროს

იმ შემთხვევაში, თუ ოქტომბრამდე გიორგი რურუა არ გათავისუფლდება, მაშინ საარჩევნო გარემო ნორმალური არ იქნება, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა. 

„როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება, გიორგი რურუა და სხვა პოლიტპატიმრები გათავისუფლდებიან. ხელისუფლებას აქვს არჩევანი, რომ უახლესი ისტორიის ეს სამარცხვინო ფურცელი, როდესაც სასამართლოს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდნენ, ოქტომბრამდე დაიხუროს.

თუ ხელისუფლება ამას არ გააკეთებს, როგორც ეს სალომე ზურაბიშვილმა თქვა, ასეთ შემთხვევაში, არჩევნებამდე ვითარება არ იქნება ნორმალური, ჩვენი პარტნიორების მხრიდან ზეწოლა გაგრძელდება. ის შეფასებები, რომელიც ქვეყნის შიგნით თუ გარეთ კეთდება, გაგრძელდება.

ეს არც იმას შეუწყობს ხელს, რომ წინასაარჩევნო გარემო იყოს ნორმალური და არც იმას, რომ არჩევნები შეფასდეს, როგორც თავისუფალი და სამართლიანი. ამ გამოწვევებზე მიდის ბიძინა ივანიშვილი და შესაბამის პასუხს მიიღებს,“ – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system