თავში

ვოლსკი: რუსეთს პრობლემები დაუგროვდა და შეუძლია, აგრესია გარეთ გადმოიტანოს

ვოლსკი: რუსეთს პრობლემები დაუგროვდა და შეუძლია, აგრესია გარეთ გადმოიტანოს
ვოლსკი: რუსეთს პრობლემები დაუგროვდა და შეუძლია, აგრესია გარეთ გადმოიტანოს

იმ პირობებში, როდესაც რუსეთი საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია ყველა მიმართულებით, არც ის არის გამორიცხული, რომ იგი თავის საზღვრებს გარეთ უფრო აგრესიული გახდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

დეპუტატმა Financial Times-თან საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუ შეაფასა, სადაც სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ კრიზისს რუსეთის აგრესიის გამოწვევა შეუძლია.

ვოლსკი ამბობს, რომ პროვოკაციები რუსეთის მხრიდან მოსალოდნელია.

"სხვა თემებზე ყურადღების გადატანა, ეს არის ჩვეულებრივი მეთოდი, რომელსაც მიმართავენ ესეთი ტიპის სახელმწიფოები, რომელსაც საქართველოში კონკრეტულად 20% ტერიტორია აქვს ოკუპირებული. თქვენ ახლაც ხედავთ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში საკმაოდ აგრესიულ ქმედებებს, რაც გამოიხატება დამატებითი სასაზღვრო ზოლის გაძლიერებაში, მავთულხლართების კეთებაში და გარკვეული პირობების გამო არის მხოლოდ, რომ არ იტაცებენ ხალხს ყოველდღიურად. პროვოკაციები რუსეთის მხრიდან, არა მარტო საქართველოსთან მიმართებაში, რასაკვირველია, მოსალოდნელია", - განაცხადა ვოლსკიმ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system