თავში

შაქარაშვილის ბიძა პოლიტიკაში ერთვება - რომელი პარტიის წევრი იქნება ის?!

ბიძა პოლიტიკაში ერთვება - რომელი პარტიის წევრი იქნება ის?!
შაქარაშვილის ბიძა პოლიტიკაში ერთვება - რომელი პარტიის წევრი იქნება ის?!

ახალგაზრდა გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე პოლიტიკურ აქტივობებს აანონსებს. ის პარტია "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და პოლიტსაბჭოს წევრია. ამის შესახებ მან დღეს, 12 ივლისს, პარტიის ცენტრალური ოფისის გახსნისას განაცხადა. 

"ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი" დეპუტატებმა მარიამ ჯაშმა, ბექა ნაცვლიშვილმა, გედევან ფოფხაძემ და ლევან გოგიჩაიშვილმა დააფუძნეს, რომლებმაც რამდენიმე თვის წინ "ქართული ოცნება" დატოვეს. 

როგორც ნიკოლაძე ამბობს, ის პარტიას თვენახევრის წინ, ტრაგედიამდე გაცილებით ადრე, შეუერთდა.

"ჩემი უახლესი მეგობრები არიან ის პარლამენტის წევრები, რომლებიც ამ პარტიის დამფუძნებლები არიან. მეც თანადამფუძნებელი ვარ და ბუნებრივია პოლიტსაბჭოს წევრიც გახლავარ. 2004 წელს ჩემი ნებით წამოვედი პროკურატურიდან, რადგან იმ სადისტური რეჟიმის პირობებში არ ვიმუშავებდი. 9 წელი ფაქტიურად ქუჩაში ვიყავი, იმის მიუხედავად რომ მოქმედი ადვოკატი ვიყავი, მაგრამ ყველგან ვიბლოკებოდი როგორც ხდებოდა. ამის შემდეგ ქართული ოცნების მხარდამჭერი ვიყავი, რადგან ის ხელისუფლება უნდა წათრეულიყო. პრინციპულია ჩემთვის რომ მარტო ქართულმა ოცნებამ კი არ უნდა დატოვოს, ქართული ოცნება რომელიც ამდენი ხანია ხელს აფასებს ამ ნაციონალების ნახირს, აი, იმასთან ერთად უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან", — განუცხადა მთავარ არხს მირიან ნიკოლაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system