თავში

შალვა შავგულიძემ და ანა ნაცვლიშვილმა შეთანხმბის დოკუმენტს ხელი მოაწერეს

შალვა შავგულიძემ და ანა ნაცვლიშვილმა შეთანხმბის დოკუმენტს ხელი მოაწერეს
შალვა შავგულიძემ და ანა ნაცვლიშვილმა შეთანხმბის დოკუმენტს ხელი მოაწერეს

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, პარლამენტის არჩეულმა დეპუტატმა, შალვა შავგულიძემ და "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემუშავებულ შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერეს.

შალვა შავგულიძის განცხადებით, პოლიტიკოსებმა შემდგომი მოქმედებები ამ შეთანხმებიდან გამომდინარე უნდა განაგრძონ.

"მე ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე შემოთავაზების ეს ბოლო ვარიანტი უნდა მივიღოთ დამაკმაყოფილებლად. პოლიტიკა ეს არ არის სურვილების რეალიზების ხელოვნება, ეს არის შესაძლებლობების რეალიზების ხელოვნება. მადლობა უნდა ვუთხრათ დასავლელ პარტნიორებს, რომელთა ძალისხმევის შედეგად გახდა შესალებელი ამ შედეგის მიღწევა და ხელი არ უნდა ავუკრათ ამაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ჩვენ დავრჩეთ მარტო "ქართული ოცნების" და შესაბამისად, რუსეთის წინააღმდეგ და ამ შეთანხმებიდან გამომდინარე უნდა გავაგრძელოთ შემდეგი მოქმედებები ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისკენ და ევროატლანტიკური ინტეგრირებისთვის", - განაცხადა შავგულიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისი პარლამენტის ყველა არჩეული წევრისთვის ღიაა, რომელსაც შეთანხმების დოკუმენტზე ხელი ჯერ კიდევ არ მოუწერია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system