თავში

შავგულიძე: მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარობის ერთ-ერთ კანდიდატად განვიხილები

შავგულიძე: მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარობის ერთ-ერთ კანდიდატად განვიხილები
შავგულიძე: მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარობის ერთ-ერთ კანდიდატად განვიხილები

"მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარობის ერთ-ერთ კანდიდატად განვიხილები",- ამის შესახებ Report.ge-ს შალვა შავგულიძემ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, გაერთიანებულმა ოპოზიციამ, თბილისის მაჟორიტარულ ოლქებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, შესაძლოა ხვალ გამოაცხადოს.

"ამასთან დაკავშირებით შეთანხმება ,,ლეიბორისტული პარტიის" ოფისში უნდა მოხდეს. იქ მიმდინარეობს ინტენსიური მსჯელობა, რათა მივაღწიოთ შეთანხმებას ოპოზიციურმა ძალებმა, უპირველესად, თბილისის მაჟორიტარულ ოლქებთან დაკავშირებით. მთაწმინდის ოლქში ერთ-ერთ კანდიდატად განვიხილები. საბოლოო გადაწყვეტილებას რაც შეეხება, ჩვენ ხვალაც გვაქვს შეხვედრა და ხვალ თუ რამდენიმე ოლქზე იქნება საერთო მხარდაჭერა, გამოცხადდება ის ოლქები, რომლებიც უკვე შეთანხმებული იქნება. თუ მათ შორის იქნება მთაწმინდის ოლქი და ჩემი კანდიდატურა, ცნობილიც გახდება, თუ არადა, გაგრძელდება მსჯელობა,"- განაცხადა შალვა შავგულიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system