თავში

შარლ მიშელი ირაკლი ღარიბაშვილს ხვდება

შარლ მიშელი ირაკლი ღარიბაშვილს ხვდება
შარლ მიშელი ირაკლი ღარიბაშვილს ხვდება

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ხვდება. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში იმართება. შეხვედრის დასრულების შემდეგ შარლ მიშელი და ირაკლი ღარიბაშვილი პრესისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ. 

შარლ მიშელი დღეს უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ შარლ მიშელი საქართველო პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძესა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს საკანონმდებლო ორგანოში შეხვდება.

დღის დასასრულს ევროპული საბჭოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილი სადილზე უმასპინძლებს.

როგორც ცნობილია, შარლ მიშელი საქართველოს ხვალ დილით დატოვებს.

ეს მიშელის მეორე ვიზიტია საქართველოში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system