თავში

შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს დღეს მოაწერენ

შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს დღეს მოაწერენ
შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს დღეს მოაწერენ

შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე „საქართველოს წინსვლის გზა“ ორბელიანების სასახლეში ხელმოწერა დღეს გაიმართება.

ამ დროისთვის დოკუმენტზე ხელმოწერის მზადყოფნა გამოთქვა ყველა პარტიამ „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა.

შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს. მანამდე კი შეხვედრა მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში გაიმართა. 

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს ახალი წინადადება შესთავაზა. მიშელის განახლებული დოკუმენტი, ხუთ პუნქტს ითვალისწინებს.

დღეს, 19 აპრილს კი, საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გიორგი რურუას იმ პირობით შეიწყალებს, თუ პარტიები შეთანხმდებიან და ოპოზიცია პარლამენტში შევა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system