თავში

შარლ მიშელის გეგმა უფრო სერიოზულ დოკუმენტად გადაიქცა - მამუკა ხაზარაძე

შარლ მიშელის გეგმა უფრო სერიოზულ დოკუმენტად გადაიქცა - მამუკა ხაზარაძე
შარლ მიშელის გეგმა უფრო სერიოზულ დოკუმენტად გადაიქცა - მამუკა ხაზარაძე

 "უფრო სერიოზულ დოკუმენტად გადაიქცა ბატონი შარლ მიშელის გეგმა" - ამის შესახებ "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ევროპის საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელთან კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს პროცესი ქვეყნის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

"რიგგარეშე არჩევნები არის ერთ-ერთი მთავარი, ცენტრალური საკითხი ამ მოლაპარაკებებში. საუბარია, როგორი ფორმულით უნდა მოხდეს შეთანხმება ამ არჩევნებთან დაკავშირებით",- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. 

ცნობისთვის, კრისტიან დანიელსონის შეხვედრები მმართველ გუნდთან და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან მეორე დღეა გრძელდება. მხარეები საკანონმდებლო ორგანოში შესვლასთან დაკავშირებით პოზიციების დაახლოებაზე მსჯელობენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system