თავში

შედის თუ არა პარლამენტში - ელენე ხოშტარიას გადაწყვეტილება

შედის თუ არა პარლამენტში - ელენე ხოშტარიას გადაწყვეტილება
შედის თუ არა პარლამენტში - ელენე ხოშტარიას გადაწყვეტილება

ელენე ხოშტარია შარლ მიშელის დოკუმენტის საბოლოო ვერსიასთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას აფიქსირებს. როგორც ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს, მან პარტია უკვე დატოვა, შესაბამისად, სადეპუტატო მანდატი ეკუთვნის პარტიას და არა მას. 

"როგორც იცით, მე ევროპული საქართველო დავტოვე, შესაბამისად, სადეპუტატო მანდატი ეკუთვნის პარტიას და არა მე. არ მიმაჩნია კეთილსინდისიერად, ვისარგებლო იმით, რაც მე არ მეკუთვნის. 

მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვნად მიმაჩნია დავაფიქსირო ჩემი პოზიცია:

ვფიქრობ, რომ არსებული კრიზისის გადაჭრის ერთადერთი გზა, არის ახალი, სამართლიანი არჩევნების გზით არჩეული მაღალი ლეგიტიმაციის მქონე ხელისუფლება. მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმების დოკუმენტი წინაზე არსებითად უკეთესია, სამწუხაროდ, ის არ არის კრიზისის გადაჭრის გზა. 

როგორც ბოლო თვეების გამოცდილებამ გვანახა, კრიზისიდან გამოსვლის გზაზე ორი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი არის ოპოზიციის ერთიანობა და საერთაშორისო ჩართულობა" - წერს ელენე ხოშტარია

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გიორგი რურუას იმ პირობით შეიწყალებს, თუ პარტიები შეთანხმდებიან და ოპოზიცია პარლამენტში შევა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system