თავში

შეიძლება ომბუდსმენის და ექიმის პირდაპირი პასუხისმგებლობა მოჰყვეს - კობახიძე

შეიძლება ომბუდსმენის და ექიმის პირდაპირი პასუხისმგებლობა მოჰყვეს - კობახიძე
შეიძლება  ომბუდსმენის და ექიმის პირდაპირი პასუხისმგებლობა მოჰყვეს - კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სახალხო დამცველის შექმნილი კონსილიუმის დასკვნას პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით ყალბ ინფორმაციას უწოდებს. 

მისი თქმით, იმ შედეგის გათვალისწინებით, რაც ამგვარ "ფეიკ" დასკვნას შეიძლება მოჰყვეს, გამორიცხსული არ არის სახალხო დამცველისა და ექიმების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. 

"ამ ე.წ. კონსილიუმს უნდა მოემზადებინა დასკვნა არა შიმშილობის მკურნალობასთან დაკავშირებით, არამედ შიმშილობის შემდგომ ეტაპთან დაკავშირებით - ეს რომ არ გააკეთა, ეს მარტივი დასტურია მისი პოლიტიკური მიკერძოების. ანუ იმ თავითვე "ფეიკია", რაც გააკეთა ე.წ. კონსილიუმმა.

რაც შეეხება პასუხისმგებლობას, როცა იდება ასეთი "ფეიკ" დასკვნა მათ შორის ექიმებისა და სახალხო დამცველის მიერ - წარმოიდგინეთ ამ "ფეიკს" მოჰყვა გაგრძელება და გაგრძელება არის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა და ამას მოჰყვა ის სცენარი, რომლისაც ჩვენ გვეშინია. ამ შემთხვევაში ეს მორიგი "ფეიკი" ხდება ისეთი რამ, რასაც შეიძლება პირდაპირი პასუხისმგებლობაც მოჰყვეს, მათ შორის ომბუდსმენის და ექიმის", - თქვა კობახიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system