თავში

შეიქმნება თუ არა მაჩალიკაშვილის საქმის საგამოძიებო კომისია - პარლამენტში დადგენილების პროექტი დარეგისტრირდა

„ნაციონალურმა მოძრაობამ" თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით დადგენილების პროექტი პარლამენტში დაარეგისტრირა. 

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა, საპარლამენტო კომისია ბოლო შანსია იმისთვის, რომ დანაშაულს ნათელი მოეფინოს. 

„კომისიის შექმნას 50 ხმა სჭირდება. უმრავლესობის გარეთ დღეს უკვე 48 დეპუტატია. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ უმრავლესობაში აღმოჩნდება რამდენიმე ადამიანი, რომელსაც შეაწუხებს სინდისი და არ ჩააგდებს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ ჩვენს ინიციატივას. პარლამენტის საგამოძიებო კომისია არის ბოლო შანსი, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ნათელი მოეფინოს ამ დანაშაულს“, - განაცხადა რომან გოცირიძემ. 

შეგახსენებთ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი პანკისის ხეობაში 2017 წლის დეკემბერში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები

orphus_system