თავში

შეხვედრა დასრულებულია - რა უთხრეს სამინისტროში უკრაინის ელჩს

შეხვედრა დასრულებულია - რა უთხრეს სამინისტროში უკრაინის ელჩს
შეხვედრა დასრულებულია - რა უთხრეს სამინისტროში უკრაინის ელჩს

საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრა დასრულებულია. საქართველოში უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა სამინისტროს შენობა უკვე დატოვა. საუბრის თემა უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებები იყო. დავით ზალკალიანი ვარაუდობს, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობა ექნება.

ელჩის თქმით სააკაშვილის უკრაინაში არ არის ოფიციალურ პირი.

"ჩვენ განვიხილეთ ბევრი სხვა საკითხიც, რომელიც ეხებოდა კოვიდ-19-თან ბრძოლას, აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტრების დღევანდელ მინისტერიალს, ასევე საკითხი, რომელიც ეხებოდა უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციას საქართველოდან და ორმხრივ დახმარებას. განხილვის ერთ-ერთ საკითხი იყო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომელიც საქართველოს ეხებოდა. უკრაინის ხედვაა, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის ოფიციალური პირი უკრაინაში, ის არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილი, ის არ არის საქართველოს მოქალაქე, მაგრამ არის ქართველი წარმოშობით და სულით და ის არასდროს შეწყვეტს იყოს ქართველი",- აცხადებს დოლგოვი. 

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ არ აპირებს „მშვიდად უყუროს საქართველოს განადგურებას და საბოლოო მოსპობას“. მან ქართულ ოპოზიციას ერთიანობისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ არც ახლა და არც მომავალში, ადგილების გაყოფის დრო არ არის. მისი თქმით, თავად ამ ბრძოლის წინა ხაზზე იქნება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system