თავში

შენ ნასვამი ხომ არ ხარ? მე როგორ მოვკალი ლექსო ლაშქარავა?! - დეპუტატი გვარამიას

შენ ნასვამი ხომ არ ხარ? მე როგორ მოვკალი ლექსო ლაშქარავა?! - დეპუტატი გვარამიას
შენ ნასვამი ხომ არ ხარ? მე როგორ მოვკალი ლექსო ლაშქარავა?! - დეპუტატი გვარამიას

შენ ნასვამი ხომ არ ხარ? - მე ვინ მოვკალი, მე როგორ მოვკალი ლექსო ლაშქარავა? თქვენმა ხელისუფლებამ 300 კაცი მოკლა და შენ დაგადო ხელი?!, - ასე მიმართა უმრავლესობის დეპუტატმა ვასილ ჩიგოგიძემ ,,მთავარი არხის” დამფუძნებელ, ნიკა გვარამიას, რომელმაც ჩიგოგიძეს ჰკითხა ,,რატომ მოკალით ლექსო ლაშქარავა”.

გარდა ამისა გვარამიამ ჩიგოგიძეს ჰკი­თხა, რა­ტომ მი­ა­ყე­ნა მან ჟურ­ნა­ლისტ ნენე და­ლა­ქიშ­ვილს "რა­ტომ ჩა­არ­ტყა წიხ­ლი". მას შემდეგ, რაც დე­პუ­ტატ­მა ბრალ­დე­ბა უარ­ყო, გვა­რა­მია ნენე და­ლა­ქივილს პირდაპირ ეთერში დაუკავშირდა და სადაც ჟურნალისტმა დეტალუტრად აღწერა დაპირისპირების მომენტი. 

"სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში რა­ღაც არ მო­ვე­წო­ნე და ჩა­მარ­ტყა დე­პუ­ტატ­მა ჩი­გო­გი­ძემ წიხ­ლი არა, ხელი ჩა­მარ­ტყა", - გა­ნა­ცხა­და და­ლა­ქიშ­ვილ­მა, რის შემდეგაც დეპუტატმა თქვა, რომ მას წიხ­ლი არ და­ურ­ტყამს დალაქიშვილისთვის და ეს ჟურნალისტმაც დაადასტურა.

"რა­ტომ იტყუ­ე­ბი ნიკა?! წიხ­ლი ამო­ვარ­ტყი? ", - მი­მარ­თა გვა­რა­მი­ას ვა­სილ ჩი­გო­გი­ძემ, რამაც ადგილზე შეკრებნილების გაღიზიაბება გამოიწვია. 

ჩიგოგიძეს ასევე კამათი და დაპირისპირება ჰქონდა "ფორმულას" წამყვანთან, ვახო სანაიასთან. 

მან ვახო სანაიასა და ნანუკა ჟორჟოლიანის შეკითხვებს უპასუხა, რომლებიც დაინტერესდნენ, აწარმოებდა თუ არა მოლაპარაკებებს იმის თაობაზე, თუ რომელი პარტიის მაჟორიტარულ სიაში ყოფილიყო.

ვასილ ჩიგოგიძის განმარტებით, ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია მასთან სახლში იმყოფებოდა და საკუთარ პარტიის სიაში ყოფნა შესთავაზა, რაზეც უარი უთხრა.

,,მაჟორიტარობაზე მოლაპარაკებას არავისთან არ ვაწარმოებდი, ნიკა მელია იყო ჩემთან სახლში ორჯერ. შემომთავაზა სიაში ყოფნა და უარი ვუთხარი”, - განაცხადა ვასილ ჩიგოგიძემ.

ცნობისთვის, აქციის წევრებსა და ჩიგოგიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება და შეურაცხყოფა ბესო ქათამაძის შესახებ დასმულ კითხვას მოჰყვა. 

,,ბესო ქათამაძეს ხელი არ დაარტყით”? - ჰკითხეს აქტივისტებმა ჩიგოგიძეს. 

რაზეც ვასილ ჩიგოგიძემ უპასუხა, რომ ,,ქათამაძემ დაიმსახურა და ამიტომ დაარტყა”.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system