თავში

"შერიგებას საფუძვლად უნდა ედოს სამართლიანობა" - ირაკლი კობახიძე

"შერიგებას საფუძვლად უნდა ედოს სამართლიანობა" - ირაკლი კობახიძე
შერიგებას საფუძვლად უნდა ედოს სამართლიანობა - ირაკლი კობახიძე

"ნებისმიერ შერიგებას საფუძვლად უნდა ედოს სამართლიანობა", – ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტისა და პოლიტიკური პარტიების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტის ინიციატივა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

"ეს ინიციატივა არის მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის. რაც შეეხება შერიგებას, შერიგებასთან დაკავშირებით ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია და ჩვენი პოზიცია არის ის, რომ ნებისმიერ შერიგებას საფუძვლად უნდა ედოს სამართლიანობა. უნდა შეფასდეს კონკრეტული პოლიტიკური ძალების წარსული, დღევანდელობა და მათი სამომავლო პერსპექტივა, ამის მიხედვით ჩვენ შეგვიძლია, გავაგრძელოთ ურთიერთობა ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიასთან. ვიდრე ამის შეფასება არ მოხდება და ეს იყო ერთ-ერთი პასაჟი პრეზიდენტის გამოსვლაში, ისიც ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ რაღაცების შეფასება არის მნიშვნელოვანი და ეს არის წინაპირობა, რათა ეს პროცესი იყოს წარმატებული.

მე არ მჯერა, რომ პოლიტიკოსები, რომლებიც დღეს არ მოვიდნენ პრეზიდენტის სასახლეში, ეს ადამიანები აღიარებენ დანაშაულს, რაც არის ნებისმიერი შერიგების აუცილებელი წინაპირობა", - განაცხადა კობახიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system