თავში

"შესრულდება საქართველოს ჰიმნისა და "ჩემი საქართველო აქ არის" სრულიად ახალი ვერსია" - ბაკურ ბაკურაძე

"შესრულდება საქართველოს ჰიმნისა და "ჩემი საქართველო აქ არის" სრულიად ახალი ვერსია" - ბაკურ ბაკურაძე
შესრულდება საქართველოს ჰიმნისა და ჩემი საქართველო აქ არის სრულიად ახალი ვერსია - ბაკურ ბაკურაძე

დღეს "ქართული ოცნება" თბილისში შემაჯამებელ შეკრებას მართავს.  მხარდამჭერების შეკრება თავისუფლების მოედანზე 15:00 საათიდან დაიწყება. თავისუფლების მოედანზე უკვე დამონტაჟებულია სპეციალური სცენა.

"15:00 საათიდან ბენდები გაამხნევებენ საზოგადოებას. ეს იქნება გუფის ბენდი, გელა გნოლიძის, ზუკა ხუციშვილის, პერიოდულად შეენაცვლებიან ერთმანეთს. შემდეგ დაიწყება ღონისძიება, ღონისძიებაზე შესრულდება საქართველოს ჰიმნის ახალი ვერსია, რომელიც ეკუთვნის გიორგი დონაძეს. ასევე, შესრულდება "ჩემი საქართველო აქ არის" სრულიად ახალი ვერსია, რომელი ვერსიის ავტორობაც ეკუთვნის ქეთი გაბისიანს," - განაცხადა ღონისძიების რეჟისორმა, ბაკურ ბაკურაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system